თავში

სომხეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

​სომხეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
სომხეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სხდომისას საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.

უშიშროების საბჭოს წევრების გარდა სხდომას სომხეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system