თავში

სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ისევ არ გაათავისუფლა

​სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ისევ არ გაათავისუ
სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ისევ არ გაათავისუფლა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის ხელძმღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი ისევ არ მოაწერა.

“პრეზიდენტი გააგრძელებს სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით საჭირო ნაბიჯების გადადგმას და მოუწოდებს ყველას, საპრეზიდენტო ინსტიტუტის გამოყენებით აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა ყველა არსებული პრობლემა სრულყოფილად გადაწყდეს,” - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კი ქვეყნის პრეზიდენტს არმიის გენშტაბის უფროსის გადადგომის მოთხოვნით მეორედ მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system