თავში

სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს - ჯეიჰუნ ბაირამოვი

​სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს - ჯეიჰუნ ბაირამოვი
სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს - ჯეიჰუნ ბაირამოვი

სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს. რაც უფრო ადრე გააკეთებს ერევანი ამას, პატივს სცემს მეზობელ სახელმწიფოებს და აღიარებს მათ საზღვრებს, მით უფრო მალე მოგვარდება პრობლემები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერევანში ბაქოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები კვლავ ჟღერს.

"ეს არის ძალიან საშიში განცხადებები. სომეხი პოლიტიკოსები უფრო გააზრებულად და პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდნენ. გასული 30 წლის პროცესების ანალიზით ირკვევა, რამდენი პრობლემა და ნგრევა მოუტანა სომხეთს მეზობელ ქვეყნებზე ტერიტორიული პრეტენზიების პოლიტიკამ. ეს სომხეთშიც იციან. იმედი მაქვს, რომ ერევანი მომავალში სწორ დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ბაირამოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system