თავში

სომხეთში ახალი პარლამენტი დაამტკიცეს

​სომხეთში ახალი პარლამენტი დაამტკიცეს
სომხეთში ახალი პარლამენტი დაამტკიცეს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. მე-8 მოწვევის ეროვნულ ასამბლეას 107 დეპუტატი ეყოლება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ პარტიას "სამოქალაქო შეთანხმება" აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ფაშინიანის პარტიას 71 დეპუტატი წარმოადგენს. რობერტ ქოჩარიანის ნაციონალისტურმა ბლოკმა "სომხეთი" 29 ადგილი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკს "მაქვს პატივი" 7 მანდატი აქვს.

ახალი პარლამენტი პირველი სესიისთვის ორშაბათს, 2 აგვისტოს, 10:00 საათზე შეიკრიბება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system