თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 025 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 198 898-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 647 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 20 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 936 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 178 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 088 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 884 929 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system