თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 029 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 201 158-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 697 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 22 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 944 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 180 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 357 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 894 461 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system