თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 116 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 194 852-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 552 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 904 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 174 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 851 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 864 876 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system