თავში

სომხეთში COVID-19-ის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 128 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 225 095-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4514 ადამიანი გარდაიცვალა. ამას გარდა, გარდაცვლილია 1099 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 216 778 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2704 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 185 002 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system