თავში

სომხეთში COVID-19-ის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 181 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 213 469-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4040 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 22 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1002 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 194 900 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 527 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 965 692 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system