სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 191 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 170 011-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 158 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 797 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 161 790 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 266 ამ დრომდე მკურნალობს.