სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 241 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 82 651-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 243 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 21 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 352 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 52 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 548 კვლავ მკურნალობას გადის.
თეკო გიორგაძე
ავტორი