სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 206 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 169 597-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 155 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 793 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 161 476 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 173 ამ დრომდე მკურნალობს.