თავში

სომხეთში COVID-19-ის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 263 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 164,235-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 2,987 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 726 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 152,615 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8,633 ამ დრომდე მკურნალობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system