სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 272 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 334 347-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7308 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 30 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1405 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 307 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 150 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 311 186 ტესტია ჩატარებული.