სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 273 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 170 945-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 175 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 808 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 162 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 445 ამ დრომდე მკურნალობს.