თავში

სომხეთში COVID-19-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 273 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 254 709-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 5181 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 20 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1193 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 237 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 072 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 664 154 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system