თავში

სომხეთში COVID-19-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 339 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 217 407-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 165 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 16 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1029 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 201 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 106 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 996 955 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system