თავში

სომხეთში COVID-19-ის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 356 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 218 681-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 209 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 17 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1 036 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 203 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 828 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1008307 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system