თავში

სომხეთში COVID-19-ის 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 398 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 338 518-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 567 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 32 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1446 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 317 175 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 330 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 366 680 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system