სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 485 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 163 128-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 2 951 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 715 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 151 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 216 ამ დრომდე მკურნალობს.