თავში

სომხეთში COVID-19-ის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 493 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 217 900-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4178 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1029 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 201 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 134 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1000909 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system