თავში

სომხეთში COVID-19-ის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 532 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 216 596-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 128 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 20 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1018 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 199 115 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 333 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 988 086 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system