სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 59 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 166 728-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 069 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 765 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 156 910 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 984 ამ დრომდე მკურნალობს.