თავში

სომხეთში COVID-19-ის 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 750 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 191 491-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 497 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 21 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 890 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 172 605 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 499 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 847 475 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system