სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 843 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 135 967-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 2 193 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 29 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 559 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 110 365 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი