თავში

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 364-ს აღწევს

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 364-ს აღწევს
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 364-ს აღწევს

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 547 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 364-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 190 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 3 720 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ამჟამად 8 385 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 66 674 ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system