თავში

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 298-მდე გაიზარდა

​სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 298-მდე გაიზარდა
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 298-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 196 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 39 298-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 768 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

30 372 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 930 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 168 164 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system