სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 111 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 42 936 -ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 858 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 260 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 36 475-პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 343 კვლავ მკურნალობას გადის.
თეკო გიორგაძე
ავტორი