თავში

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 402-ს აღწევს

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 402-ს აღწევს
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 402-ს აღწევს

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 120 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 402-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 139 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 3 402 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 5 896 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 58 668 ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system