თავში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვი 853-მდე გაიზარდა. მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კოტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

"87 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად მკურნალობას 758 ადამიანი გადის.

COVID-19-ის ინფექციის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 აპრილამდე იმოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system