თავში

სოთბის აუქციონმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაუშვა

სოთბის აუქციონმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაუშვა
სოთბის აუქციონმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაუშვა

2021 წლის 12 მაისს სოთბის აუქციონზე ცნობილი ბრიტანელი მხატვრის - ბენქსის ნახატი - Love is in the Air გაიყიდება. აუქციონი ისტორიის მანძილზე პირველად დაუშვებს გადახდას კრიპტოვალუტის მეშვეობით. ნახატი შეფასებულია 3-დან 5 მილიონ დოლარამდე, ხოლო მისი გადახდა ბიტკოინის ან ეთერიუმის ექვივალენტებითაც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას აუქციონის საიტი ავრცელებს.

აუქციონზე წარდგენილი ტილო, ზომებში 90სმ, 90სმ-ზე არის წარმოდგენილი. მას თან ერთვის ავტორის ხელმოწერაც. ნახატზე ზეთის საღებავებით გამოსახულია საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის.

Love is in the Air-Banksy

2021 წლის 4 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ბლოკჩეინის პლატფორმისა და ციფრული ვალუტის თანა-დამფუძნებელი - ვიტალიკ ბუტერინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი გახდა კრიპტოვალუტაში. Forbes-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კანადელი-რუსი პროგრამისტისა და კრიპტო-გამომგონებლის ქონებამ 1,09 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system