თავში

სოციალურ ქსელებში ასი ათასზე მეტი ქალის ყალბი შიშველი ფოტოები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში ასი ათასზე მეტი ქალის ყალბი შიშველი ფოტოები გავ
სოციალურ ქსელებში ასი ათასზე მეტი ქალის ყალბი შიშველი ფოტოები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში ასი ათასზე მეტი ქალის ყალბი შიშველი ფოტოსურათები გავრცელდა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, სურათები Deepfake Bot პროგრამის გამოყენებით არის დამუშავებული. ეს არის პროგრამა, რომელსაც ფოტოსურათიდან ადამიანის სამოსის „წაშლა“ შეუძლია. 

კომპანია Sensity–მა Telegram–ზე გავრცელებული ყალბი სურათების ანგარიშები შეაგროვა. Sensity-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლამდე 104 852 ქალს გაუვრცელეს ყალბი შიშველი ფოტოები.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Women's Aid-ის წარმომადგენლის, ლუსი ჰედლის განცხადებით, საზოგადოება მსგავს ტექნოლოგიასთან საბრძოლველად მზად არ არის. მისი აზრით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მასთან საბრძოლველი გზების საერთაშორისო საკანონმდებლო დონეზე დანერგვაა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system