თავში

სოციალური დისტანცია: როგორ გადმოინაცვლა 1950-იანი წლების ფრაზამ 2020-ში 

სოციალური დისტანცია: როგორ
სოციალური დისტანცია: როგორ გადმოინაცვლა 1950-იანი წლების ფრაზამ 2020-ში 

გერმანელმა სოციოლოგმა კარლ მანჰაიმმა, ფრაზა "სოციალური დისტანცია" მაღალი და დაბალი კლასის საზოგადოების ერთმანეთისაგან გამოყოფის აღსაწერად გამოიყენა. 

ახლა, როცა კორონავირუსის გამო შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ, სკოლები ხელახლა გახსნისთვის ემზადებიან, ბევრი ფიქრობს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ პატარა ბავშვებმა "სოციალური დისტანცია". 

ფრანგმა მასწავლებელმა სკოლის სათამაშო მოედანზე მოსწავლეებისათვის სოციალური დისტანციის დასაცავად განკუთვნილი ადგილები ცარცით შემოხაზა, თუმცა ამ შემთხვევაში ფრაზის თავდაპირველი მნიშვნელობა შეიცვალა. სოციალური დისტანციის დაცვა ახლა მეგობრებთან განშორებასა და სახლში ყოფნასთან ასოცირდება, თუმცა 1957 წელს კარლ მანჰაიმმა თავის ნაშრომში იგი აღწერა, როგორც სოციალურ ფენებში ძალაუფლების მოპოვების გზა.

"სოციალური დისტანცირების საშუალებად თავისუფალი გამოხატვის დათრგუნვაც შეიძლება იქცეს. ამრიგად, მაღალი საზოგადოებრივი ფენების წარმომადგენლებს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან კონტაქტისგან თავის შეკავება შეუძლიათ", - დაწერა მანჰაიმმა. 

ფრაზა დაავადებასთან მიმართებაში პირველად 2000-იან წლებში გამოიყენეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების წევრები ერთმანეთისაგან მხოლოდ ფიზიკურად არიან დაშორებულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system