თავში

SpaceX-მა Falcon 9 ააფეთქა- PHOTO - VIDEO

SpaceX-მა Falcon 9 ააფეთქა- PHOTO - VIDEO
SpaceX-მა Falcon 9 ააფეთქა- PHOTO - VIDEO

"SpaceX–მა"  "Crew Dragon– ის" ხომალდიდან "Falcon 9-ის" გამოყოფა  წარმატებით გამოსცადა. Falcon-9– ის ფრენა, რომელიც ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე, კომპლექს 39A-ში ჩატარდა, გაშვებიდან 80 წამში სპეციალურად შეწყდა. 

ტესტირებაში ცოცხალი ადამიანები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ "Crew Dragon-მა" ეკიპაჟის "პირობითი" წევრების უსაფრთხოება უზრუნველყო. "Falcon 9" რაკეტის წინა ნაწილს, სადაც ეკიპაჟია განთავსებული, გაემიჯნა და უსაფრთხო დისტანციაზე აფეთქდა. 

"Crew Dragon– ის" კაფსულა, ფლორიდის სანაპიროდან 30 კილომეტრში, ატლანტიკის ოკეანეში, პარაშუტით წარმატებით დაეშვა. ეს ტესტები მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, სანამ  კოსმოსური სააგენტო NASA "SpaceX- ის"  ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაფრენის ნებართვას მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system