თავში

სპეციალისტები COVID-19-ის მეორე საფრთხის ტალღაზე საუბრობენ

სპეციალისტები COVID-19-ის მეორე საფრთხის ტალღაზე საუბრობენ
სპეციალისტები COVID-19-ის მეორე საფრთხის ტალღაზე საუბრობენ

მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა არ გადასულა, პიკმა მხოლოდ ჩინეთში გადაიარა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ის ჯერ არც დამდგარა, მკვლევარები, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ და ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა და დაინფიცირებულთა 90%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა ვუჰანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბრობს და აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნასაც გეგმავს, თუმცა, კვლევა, რომელიც The Lancet Public Health-ი გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ საკარანტინო რეჟიმის ნაადრევმა მოხსნამ, ხალხის სამსახურებში გასვლა და სასწავლო პროცესის აღდგენამ, შესაძლოა, ვირუსის აფეთქების ახალი ტალღა გამოიწვიოს, რაც ძალიან რთული სამართავი იქნება. სპეციალისტების განცხადებით, თავდაცვის ერთადერთი ზომა, რომელიც კორონავირუსის შემთხვევაში ყველაზე კარგად მუშაობს, ეს დისტანცირებაა და სახელმწიფოებმა ის მაქსიმალურად უნდა დაიცვან. იგივე მოსაზრება გამოთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისი თქმით, ბლოკირება და დისტანცირება კორონავირუსის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზაა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტის გლობალური ეპიდემიოლოგიური საკითხებში, ტიმ კოლბორნის  ვარაუდით, კარანტინის შემსუბუქების შემთხვევაში, ვირუსის სავარაუდო აფეთქების მეორე ტალღა აგვისტოს შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, თუმცა, მისი გაგრძელების შემთხვევაში, ამ პერიოდმა, შესაძლოა, ოქტომბრამდე გადაიწიოს, რაც მეცნიერებს, ვირუსთან საბრძოლველად და გასამკლავებლად, უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system