თავში

სპეციალურად რომის პაპისთვის ელექტრომობილის ახალ მოდელს ქმნიან

სპეციალურად რომის პაპისთვის ელექტრომობილის ახალ მოდელს ქმნიან
სპეციალურად რომის პაპისთვის ელექტრომობილის ახალ მოდელს ქმნიან

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Fisker სპეციალურად რომის პაპისთვის ელექტრომობილს ქმნის. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ ელექტრომობილი მთლიანად გადამუშავებული მასალებისგან, კერძოდ, პლასტმასის ბოთლებისგან იქნება დამზადებული.

”ჩემთვის შთამაგონებელი იყო, რომ რომის პაპი ფრანცისკე I  გარემოსა და კლიმატის ცვლილების გავლენას მომავალ თაობებზე ძალიან ყურადღებით ეკიდება”, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა ჰენრიკ ფისკერმა.

21 მაისს Fisker-მა რომის პაპთან შეხვედრა გამართა და მას ელექტრომობილის მოდელი წარუდგინა. 

ავტომობილის ახალ მოდელს ერთი დატენვით 560 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი მასობრივი გაყიდვა  2022 წლიდან დაიწყება და მისი ფასი 37.5 ათასი აშშ დოლარი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system