თავში

Starship-მა პირველი წარმატებული დაშვება განახორციელა  

Starship-მა პირველი წარმატებული დაშვება განახორციელა  
Starship-მა პირველი წარმატებული დაშვება განახორციელა  

SpaceX-ის ხომალდის Starship SN15-ის პროტოტიპის დედამიწაზე დაბრუნებისას მცირე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. 

"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საწვავისთვის, რომელიც გამოიყენება", - განმარტა კომპანიის ინჟინერმა ჯონ ინსპრუკერმა. ინფორმაციას The Verge ავრცელებს. 

რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ SpaceX- ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"Starship-ი ნორმალურად დაეშვა",- განაცხადა მასკმა 

SN15-ის სახელით ცნობილი Starship– ის პროტოტიპი 5 მაისს, ტეხასის შტატში, ბოკა-ჩიკას კოსმოდრომიდან ჰაერში 10 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა და უკან, სასტარტო კომპლექსის მახლობლად, წარმატებით დაეშვა.

კიდევ ერთი საცდელი გაფრენა 3 მარტს წარუმატებლად განხორციელდა. Starship SN10 პროტოტიპი დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე ავიდა ჰაერში, შემობრუნდა და რამდენიმე წუთში, დაშვებისას აფეთქდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system