თავში

სტიქიურ უბედურებებს 10 წელიწადში 400 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

​სტიქიურ უბედურებებს 10 წელიწადში 400 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სტიქიურ უბედურებებს 10 წელიწადში 400 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა სტიქიურმა კატასტროფებმა 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. ინფორმაციას გაერო-ს ახალი ამბები ავრცელებს.

"დღეს მსოფლიო ცდილობს, გააძლიეროს ძალისხმევა სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად, მაგრამ ეს ძალისხმევა ჯერ არ არის საკმარისი. ამ პირობებში აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისკენ მიმართული ქმედებების მკვეთრად გააქტიურება“, - განაცხადა გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსენმა.

მისი თქმით, გლობალური დათბობის ზემოქმედებასთან ადაპტაციის ღონისძიებები, ყველა სფეროში გამოყენების შემთხვევაში, დანაკარგებს და ზარალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ადამიანის ცხოვრებაზე კლიმატის ცვლილების გავლენა გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system