თავში

სტოლტენბერგი: ფაქტები და სიმართლე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა

სტოლტენბერგი: ფაქტები და სიმართლე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა
სტოლტენბერგი:  ფაქტები და სიმართლე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა

NATO -ს თავდაცვის მინისტრები 15 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ.  განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით,NATO-ს მთავარ ამოცანად რჩება თითქმის მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, NATO აგრძელებს მოკავშირეების და პარტნიორების დახმარებას. მისივე განცხადებით, ალიანსის სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებისა და გადანაწილების პროცესში.

„ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებას პროპაგანდისტული მიზნებით ცდილობენ. ეს არ უნდა ხდებოდეს. ხვალინდელ შეხვედრაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. დეზინფორმაციის და პროპაგანდის საშუალებით ცდილობენ ჩვენ დაყოფას. დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ფაქტები და სიმართლე. დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი, რომელიც NATO-ს აქვს, არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ჟურნალისტების საქმიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ კრიზისის დროს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს დაგეგმილი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დისტანციურად ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system