თავში

სუდანის პრემიერი რეზიდენციაში დაბრუნდა

​სუდანის პრემიერი რეზიდენციაში დაბრუნდა
სუდანის პრემიერი რეზიდენციაში დაბრუნდა

სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდულა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს. ის და მისი მეუღლე ხარტუმის რეზიდენციაში დაბრუნდნენ. ინფორმაციას АР ავრცელებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, მათ გაძლიერებული დაცვა იცავს. ამასთან, უცნობია, შეუძლიათ თუ არა მეუღლეებს სახლიდან თავისუფლად გასვლა ან ტელეფონით სარგებლობა.

ჰამდოკის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის დანარჩენი წევრები პატიმრობაში რჩებიან, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ცნობისთვის, სუდანში სამხედროებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რიგი სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. არმიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.

მას შემდეგ ხარტუმი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელთა მთავარი მოთხოვნა სამოქალაქო ძალაუფლების დაბრუნებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system