თავში

სუდანში COVID-19-ით დაავადებულები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან

სუდანში COVID-19-ით დაავადებულები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან
სუდანში COVID-19-ით დაავადებულები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან

სუდანის ჯანდაცვის სისტემას ჟანგბადის მწვავე უკმარისობის გამო, კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის ადეკვატური მოვლის უზრუნველყოფა არ შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"კორონავირუსის მესამე ტალღის დროს აშკარა კრიზისია საავადმყოფოებში. ჯანდაცვის სისტემას არ შეუძლია,  უზრუნველყოს პაციენტის საწოლები, ჟანგბადის ბალონები და ვენტილატორები", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობილია, რომ ჟანგბადის პრობლემის ნაწილი წარმოიშვა ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რამაც ქვეყნის მთავარ ობიექტს წარმოებაში ხელი შეუშალა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის.

"ჩვეულებრივ პირობებში კომპანიას შეეძლო საკმარისი სამედიცინო ჟანგბადის წარმოება ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ქვეყანას არ გააჩნია მისი ტრანსპორტირებისთვის საჭირო ცილინდრები", - განაცხადა სუდანის LPG კომპანიის ხელმძღვანელმა.

ჟანგბადის ბალონების დეფიციტი განპირობებულია იმით, რომ ბალონების 38% ჯანდაცვის სისტემიდან გატანილი იქნა, რადგან ზოგიერთმა პაციენტმა საავადმყოფოს პერსონალი მოისყიდა, რათა ჟანგბადის ბალონი სახლში გამოეყენებინა.

სუდანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ შეიძინეს დაახლოებით 1 250-ზე მეტი ჟანგბადის ბალონი, რათა  პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system