თავში

სუდანში მკაცრი ისლამური კანონები ნაწილობრივ უქმდება

სუდანში მკაცრი ისლამური კანონები ნაწილობრივ უქმდება
სუდანში მკაცრი ისლამური კანონები ნაწილობრივ უქმდება

სუდანის გარდამავალი მთავრობის გადაწყვეტილებით, არამუსულმანი მაცხოვრებლებისთვის ალკოჰოლის მიღება ნებადართული ხდება. ასევე, ახალი წესების თანახმად, იკრძალება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოთხწლიანი მკაცრი ისლამისტური პოლიტიკის შეცვლის თაობაზე ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. არამუსულმანები ალოჰოლის მიღებისათვის კრიმინალად აღარ ჩაითვლებიან, ხოლო მოსახლეობის მუსულმანური ნაწილისთვის აღნიშნული კანონი კვლავ ძალაში დარჩება. სუდანის მოსახლეობის დაახლოებით 3% არამუსულმანია.

ასევე, ქალებს აღარ დასჭირდებათ მამაკაცის ნებართვა, ბავშვებთან ერთად გასამგზავრებლად.

სუდანში ალკოჰოლური სასმელების მიღება 1983 წლიდან აიკრძალა.  1989 წელს ომარ ალ-ბაშირის გაპრეზიდენტების შემდგომ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა. 

სუდანის გარდამავალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ აბდალა ჰამდოკის მეთაურობით, პირობა დადო, რომ ქვეყანაში დემოკრატიას დაამყარებდა. 

ჰამდოკი სუდანის გარდამავალი მთავრობის მეთაურად გასულ წელს დანიშნეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენეს. ჰამდოკი ეკონომისტი და გაეროს ყოფილი ოფიციალური პირია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system