თავში

სუეცის არხი ორ წელიწადში გაფართოვდება

​სუეცის არხი ორ წელიწადში გაფართოვდება
სუეცის არხი ორ წელიწადში გაფართოვდება

სუეცის არხის გაფართოების გეგმის განხორციელება მასში გაჭედილი გემის - Ever Given-ის ინციდენტმა დააჩქარა. არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უსამა რაბის განცხადებით, იგეგმება მისი სამხრეთ ნაწილის სიგანისა და სიღრმის გაზრდა, რათა აღარ მოხდეს მსგავსი ინციდენტები და გაიზარდოს გამტარუნარიანობა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეგვიპტის პრეზიდენტის - აბდულ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, პროექტი მაქსიმუმ 24 თვეში უნდა დასრულდეს. გეგმის თანახმად, არხის სიგანე 40 მეტრით გაფართოვდება, ხოლო სიღრმე 22 მეტრამდე ჩაიწევს.

არხის მოდერნიზაციის გეგმა უკვე დიდი ხანია არსებობდა, თუმცა გიგანტური კონტეინერმზიდის გაჭედვით, დღის წესრიგში დადგა მისი გადაუდებელი განხორციელების საჭიროება. თვითონ გემი Ever Given-ი ჯერ კიდევ არხის ახლომახლოს იმყოფება. ამის მიზეზი არხის მიერ გემის მეპატრონისათვის წაყენებული სარჩელია, სადაც არხის ადმინისტრაცია ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system