თავში

სუეცის არხის ადმინისტრაცია კაპიტნის შესაძლო შეცდომაზე საუბრობს

​სუეცის არხის ადმინისტრაცია კაპიტნის შესაძლო შეცდომაზე საუბრობს
სუეცის არხის ადმინისტრაცია კაპიტნის შესაძლო შეცდომაზე საუბრობს

სუეცის არხის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ კორნტეინერმზიდი Ever Given-ის გაჭედვა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.”არსებობს ალბათობა, რომ კაპიტანმა მართვისას, ან სიჩქარის რეგულირებისას შეცდომა დაუშვა", - ეს განცხადება სუეცის არხის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა უსამა რაბიამ გააკეთა.

მაღალჩინოსნის თქმით, მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ინციდენტი მართვისას დაშვებული შეცდომების შედეგი იყო.

რაბიას თქმით, გემზე არხის მმართველობის წარმომადგენელი - კონტეინერმზიდის არხში გატარებაზე პასუხისმგებელი ლოცმანი იმყოფებოდა, თუმცა ის მხოლოდ რჩევებს იძლეოდა. "საბოლოო გადაწყვეტილებებს კაპიტანი იღებს. ჩვენი მხრიდან არანაირი შეცდომა არ ყოფილა დაშვებული. მომხდარზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ", განაცხადა რაბიამ. 

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. ის 20 ტონაზე მეტი ტვირთით იყო დატვირთული. ინციდენტმა არხში გემების უზარმაზარი საცობი და დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. Ever Green  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია. კონტეინერმზიდის მეჩეჩიდან მოხსნისა და სუეცის არხის გათავისუფლების რამდენიმედღიანი ოპერაცია  29 მარტს დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system