თავში

სუეცის არხის გათავისუფლების შემდეგ ევროპის პორტები გადაიტვირთება

​სუეცის არხის გათავისუფლების შემდეგ ევროპის პორტები გადაიტვირთება
სუეცის არხის გათავისუფლების შემდეგ  ევროპის პორტები გადაიტვირთება

სუეცის არხის გათავისუფლებისა და მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დასავლეთ ევროპის პორტები გადატვირთული გრაფიკით მუშაობისთვის ემზადება. ჯერჯერობით საზღვაო მარშრუტებზე საცობები არ შეინიშნება, ბელგიის ანტვერპენის პორტში გემებს განსაზღვრული გრაფიკით ელოდებიან, თუმცა, როგორც კი სუეცის არხის მიდამოებში ერთი კვირის განმავლობაში გაჩერებული ყველა გემი დაიძვრება, ევროპის პორტების დატვირთვა პიკს მიაღწევს.

ანტვერპენის პორტი ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით მეორეა პორტია ევროპაში. ბელგიის გავლით ყოველწლიურად 300-ზე მეტი მიმართულებით 238 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვთ.

სპეციალისტები ამ დროისთვის ზუსტად ვერ აფასებენ სუეცის არხის შეფერხება პორტების გადატვირთვაზე რამდენად სერიოზულად აისახება. გემების პორტებში შეცვლის გრაფიკი პროცესის სამართავად, სავარაუდოდ, შეიცვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system