თავში

სულისშემძვრელი კადრები იტალიიდან - გარდაცვლილების ცხედრები კრემაციისთვის გადააქვთ - PHOTO - VIDEO

სულისშემძვრელი კადრები იტალიიდან - გარდაცვლილების ცხედრები კრემაციისთვის გადააქვთ - PHOTO - VIDEO
სულისშემძვრელი კადრები იტალიიდან - გარდაცვლილების ცხედრები კრემაციისთვის გადააქვთ - PHOTO - VIDEO

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონიდან სამხედრო მანქანებით, კრემაციისთვის ცხედრები სხვადასხვა რეგიონში გადაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა.

სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველი სულისშემძვრელი ფოტოები და ვიდეო-კადრბი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ გადააქვთ გარდაცვლილთა ცხედრები კრემაციისთვის. 

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 627 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად იტალიაში 38 ათასამდე მოქალაქეა ინფიცირებული.

 ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 47 ათასს გადააჭარბა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system