თავში

SULLI-ს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

SULLI-ს გარდაცვალების საქმეზე
SULLI-ს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

25 წლის კეიპოპ შემსრულებლის, SULLI-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქალაქ სონამის პოლიციამ 16 ოქტომბერს ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, არტისტის მკვლელობის ვერსია გამოირიცხა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

"ცხედრის გაკვეთამ ცხადყო, რომ SULLI მოკლული არ არის. მასზე ძალადობის, ან რაიმე სახის ზეწოლის კვალი არ გამოვლენილა", - ნათქვამია განცხადებაში.

SULLI-ის ცხედარი 14 ოქტომბერს მისმა მენეჯერმა აღმოაჩინა. მისი თქმით, მომღერალმა ბოლოს მის სატელეფონო ზარს 13 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე უპასუხა, შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოსულა, ამიტომაც მან SULLI-ის სახლში მისვლა გადაწყვიტა. გამოძიება ძირითად ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system