თავში

სუმოისტი ტვინის შერყევით ერთ თვეში გარდაიცვალა

სუმოისტი ტვინის შერყევით ერთ თვეში გარდაიცვალა
სუმოისტი ტვინის შერყევით ერთ თვეში გარდაიცვალა
© Independent

ახალგაზრდა იაპონელი სუმოისტი მიცუკი ამანო რინგზე მიღებული თავის ტრავმის შედეგად, დაზიანებიდან ერთ თვეში გარდაიცავალა. ამ ფაქტს იაპონიაში სეროზული რეაქცია მოჰყვა. სპორტის მესვეურები ჭიდაობის სფეროში რეფორმების და ახალი მიდგომებისა და აუცილებლობაზე საუბრობენ. იაპონიაში ასევე ტავის ტრავმის მკურნალობის მოძველებულ მიდგომებზე ალაპარაკდნენ. ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

28 წლის მიცუკი ამანო, რომელიც ჰიბიკირიუს სპორტული ფსევდონიმით იყო ცნობილი, ტატამზე შერკინებისას იატაკზე სახით დაეცა. რამდენიმე წუთი ის გაუნძრევლად იწვა, მისი მეტოქე კი მის გონს მოყვანას ცდილობდა. სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გზაში ის გონზე იყო, თუმცა თავის სერიოზული ტრავმის გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მატჩს საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზარელი სანახავი იყო ძირს დაგდებული სპორტსმენი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს.

სუმოს ტურნირებზე ექიმები არიან, თუმცა ისინი რინგთან არ მორიგეობენ. შესაბამისად სპორტსმენებითვის გადაუდებელი დახმარების გაწევა დროულად ვერ ხდება. სუმოს გულშემატკივრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდა სუმოისტის გარდაცვალება ამ სფეროში სერიოზულ ცვლილებესა და რეფორმებს გამოიწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system