თავში

სუპერმდიდრები "ეკოლოგიური ვანდალებივით" ცხოვრობენ - კვლევა

​სუპერმდიდრები "ეკოლოგიური ვანდალებივით" ცხოვრობენ - კვლევა
სუპერმდიდრები ეკოლოგიური ვანდალებივით ცხოვრობენ - კვლევა

მსოფლიოს სუპერმდიდარი ადამიანები ისე ცხოვრობენ, როგორც "ეკოლოგიური ვანდალები". ისინი კლიმატისთვის დამაზიანებელ სათბურის გაზებს 50 პროცენტით უფრო მეტად ქმნიან, ვიდრე ყველაზე ღარიბი ადამიანები მთელ მსოფლიოში. კვლევა საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთიანებამ Oxfam გამოაქვეყნა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის ღარიბი ნახევრის ერთ ადამიანზე ემისიების დონე 2030 წელს გლობალური დათბობის უფრო დაბალი იქნება, ვიდრე სამიზნე ზღვარი, რომელიც 1,5 გრადუსს შეადგენს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანების ათი პროცენტი 2030 წლისთვის ამ მაჩვენებელს ცხრაჯერ გადააჭარბებს, ხოლო სუპერმდიდარი ადამიანების ერთი პროცენტი - 30-ჯერაც კი.

კვლევა Oxfam-მა გლაზგოს მსოფლიო კლიმატის კონფერენციაზე წარადგინა და ის ევროპის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტისა (IEEP) და სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის (SEI) მონაცემებს ეყრდნობა.

Oxfam-ის მონაცემებით, 2030 წლისთვის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ერთ პროცენტზე მთლიანი გლობალური გამონაბოლქვის 16 პროცენტი მოვა. Oxfam-ის კლიმატის ექსპერტის, ნაფკოტე დაბის თქმით, ერთი კოსმოსური ფრენისას მილიარდერი უფრო მეტ გამონაბოლქვს აწარმოებს, ვიდრე ყოველი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი ფენების მილიარდი წარმომადგენლისგან მთელი ცხოვრების მანძილზე.

კვლევა ასევე მიუთითებს სათბურის გაზების ემისიების გეოგრაფიულ გადანაწილებაზე: მაგალითად, თუ ადრე ისინი ძირითადად ტრადიციულ ინდუსტრიულ ქვეყნებს შეადგენდნენ, მომავალში დედამიწის უმდიდრესი მაცხოვრებლების ერთი პროცენტის თითქმის მეოთხედი (23 პროცენტი) ჩინელები იქნება, მეათედი კი (11 პროცენტი) - ინდოელები.

კვლევის ავტორების თქმით, ქვეყნების მთავრობებმა სუპედმდიდარი ადამიანების მიმართ პოლიტიკური ზომები უნდა მიიღონ.

"ეს მოიცავს ზომებს CO2-ის მოხმარების შეზღუდვის მიზნით ფუფუნების საქონელზე, როგორიცაა მეგაიახტები, კერძო თვითმფრინავები და პირადი კოსმოსური მოგზაურობა, ასევე ნაბიჯებს CO2-ის მოხმარების შესამცირებლად",- აღნიშნავს კვლევის ავტორი, ტიმ გორი.

Oxfam-ის კვლევა სუპერმდიდრებად მიიჩნევს მათ, ვისი შემოსავალი წელიწადში, სულ მცირემ 172 000 დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system