თავში

თაგვებს შესაძლოა COVID-19-ის ყნოსვით ამოცნობის უნარი ჰქონდეთ

თაგვებს შესაძლოა COVID-19-ის ყნოსვით ამოცნობის უნარი ჰქონდეთ
თაგვებს შესაძლოა COVID-19-ის ყნოსვით ამოცნობის უნარი ჰქონდეთ

ბელგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია Apopo-ის ინფორმაციით, თაგვებს შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსის ყნოსვით ამოცნობის უნარი ჰქონდეთ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Daily Star წერს.

გამოცემის ცნობით, საქველმოქმედო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის კრისტოფ კოქსის განცხადებით, თაგვების კორონავირუსის აღმოსაჩენად გაწვრთნა სრულიად შესაძლებელია და ეს უბრალოდ დროსა და შრომას მოითხოვს.

ექსპერტების აზრით მღრღნელების გასაწვრთნელად 3 თვე იქნება საჭირო და საამისოდ 10 ათასი ევრო დაიხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ დაავადებების, კერძოდ ტუბერკულიოზის აღმოსაჩენად თაგვების ყნოსვით უნარს უკვე იყენებენ ტანზანიაში და ის 40%-ით ზუსტ პასუხს იძლევა. 

ცნობისთვის, ჰელონსკი-ვანტაას აეროპორტში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის გატარება დაიწყეს. მგზავრებს კორონავირუსზე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ამოწმებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system